კალათბურთი

1:15 | 28.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბრაუნის 74 ქულა

ამერიკელი კალათბურთელი ბობი ბრაუნი, რომელიც გასულ სეზონში სიენას “მონტეპასკიში” ბრწყინავდა, ამჟამად ჩინეთის ჩემპიონატში თამაშობს და გუშინ გამორჩეული შედეგის შემოქმედი გახდა.

ბრაუნის “დონგუან ლეოპარდსი” მორიგ შეხვედრაში “სიჩუან ბლუ ველსს” დაუპირისპირდა და გასვლით შეხვედრაში, 2 ოვერტაიმის ჯამში 137:135 იმარჯვა, ბობიმ კი 74 ქულა (!) მიითვალა.

ბრაუნმა 37-დან 21 ორქულიანი და 15-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, დანარჩენი ქულები კი საჯარიმოს ხაზიდან მიითვალა.

0.118731