ფეხბურთი

12:01 | 22.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბრანდაოს თამაში 18 სექტემბრამდე აუკრძალეს

 

ფრანგული ლიგა ერთის სადისციპლინო კომიტეტმა, პირველადი გადაწყვეტილება მიიღო და "ბასტიას" ბრაზილიელ თავდამსხმელ ბრანდაოს თამაში 18 სექტემბრამდე აუკრძალა.

ტიაგო მოტას და ბრანდაოს ინციდენტი უკვე ძველი ინფორმაციაა. მოგეხსენებათ, ბრაზილიელმა გასახდელისკენ მიმავარ იტალიელს თავით ცხვირი გაუტეხა. მოგვიანებით ბრანდაომ მოტას ბოდიში მოუხადა.

სადისციპლინო კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრანდაოს მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება პირველადია და საბოლოო ვერდიქტს უახლოეს მომავალში მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ თავდამსხმელს მკაცრი სასჯელი ემუქრება და შესაძლოა, ორი წლის უთამაშებლობითაც დაისაჯოს.

გიორგი ბალახაძე

 

თეგებიბრანდაო
0.109469