კობი ბრაიანტის მძიმე ტრავმის შემდეგ, ლიდერის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" სრული მობილიზება მოახდინა, გუნდური კალათბურთი ითამაშა და საკუთარ არენაზე დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი "სან ანტონიო" 5-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 91:86.
მატჩის პირველ წუთებზე კალიფორნიელები ცოტა დაბნეულად გამოიყურებოდნენ და უბრალოდ არ იცოდნენ, გადამწყვეტ მომენტში ვისთვის გადაეწოდებინათ ბურთი. 12 წუთში “ლეიკერსმა” საწყისი 6 სროლა გააფუჭა და ცხრაჯერ დაკარგა ბურთი, თუმცა მაიკ დანტონის წუთშესვენების შემდეგ გუნდი ცოტა დალაგდა, ძირითად აქცენტი დუაიტ ჰოვარდზე გაკეთდა და"სუპერმენმაც" პირველ მეოთხედში 10 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. თავის მხრივ, ვერც "სან ანტონიო" ბრწყინავდა - საკმაოდ მძიმედ გამოიყურებოდა და იგრძნობოდა, რომ გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილები უფრო მეტად საპლეიოფო ბატალიებზე ფიქრობდნენ, ვიდრე რეგულარული გათამაშების დარჩენილ მატჩებზე.
მეორე პერიოდი სტივ ბლეიკის ბენეფისად იქცა, რომელმაც ბოლომდე "აიშვა" და 14 ქულა ჩააგდო (4 სამქულიანი), თუმცა მასპინძლებმა ვერ შეძლეს ამ უპირატესობის შენარჩუნება, რადგან ლეონარდმა და გრინმა არაერთი ბურთი ჩასვეს საპასუხოდ კალიფორნიელთა კალათში. დიდ შესვენებამდე 5 წამით ადრე ჰოვარდმა მთელს "სან ანტონიოს" გადაატენა ბურთი თავზე და საკუთარ გუნდს 3-ქულიანი ჰანდიკაპი მოუტანა - 43:40. დარჩენილ მცირე დროში მასპინძლებმა ყურადღება მოადუნეს, რაც კარგად გამოიყენეს "სპურსის" კალათბურთელებმა და გარი ნილის ზუსტი შორეული ტყორცნის შემდეგ პირველ ტაიმში ფრე დაფიქსირდა - 43:43.
მატჩის მეორე ტაიმში ორივე გუნდმა ძირითადი აქცენტი დაცვაში თამაშზე გააკეთა და შესაბამისად, შედეგიანობა კიდევ უფრო დაეცა. თანაბარ ბრძოლაში გალეული მესამე მეოთხედის (18:18) შემდეგ, მასპინძლებმა სათამაშო ტემპს უმატეს და მძლავრი იერიშები მიიტანეს მეტოქის კალათზე. კობი ბრაიანტის შემცვლელმა ჯოდი მიქსმა ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო. როგორც იქნა, თამაშიდან ზუსტად ისროლა პაუ გაზოლმაც, სტივ ბლეიკი უშეცდომო იყო საჯარიმო ხაზიდან, რის შედეგადაც "ლეიკერსმა" მეტოქეს 15:4 გაქცევა მოუწყო, რაც საბოლოოდ გადამწყვეტიც აღმოჩნდა. კალიფორნიელებმა ბოლო წუთებზე დამაჯერებლად შეინარჩუნეს უპირატესობა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს - 91:86.
მატჩის MVP "ლეიკერსის" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი გახდა, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე ორმაგი დუბლი გაიფორმა - 26 ქულა, 17 მოხსნა. ძალიან შედეგიანი გახლდათ სტივ ბლეიკი, რომელმაც სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, დააგროვა რა 23 ქულა. სამაგიეროდ, სრულიად ჩააგდო შეხვედრა ესპანელმა მძიმე ფორვარდმა პაუ გაზოლმა, რომელმაც 17-ჯერ ტყორცნა ბურთი კალათისკენ და მხოლოდ სამჯერ უწია მიზანს.
"სან ანტონიოს" რიგებში ყველაზე გამორჩეული ისევ უბერებელი ტიმ დანკანი გახლდათ, რომელმაც საკუთარ გუნდს 23 ქულა, 10 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი და 3 დაფარება მოუტანა. კვლავ ჩააგდო მატჩი "სპურსის" ფრანგმა გამთამაშებელმა ტონი პარკერმა, რომელმაც შეხვედრა 4 ქულით დაასრულა.
დღევანდელი წარმატების შემდეგ, "ლეიკერსმა" 37 წაგების წილ 44-ე გამარჯვება მოიპოვა და კიდევ უფრო განიმტკიცა მე-8 ადგილი დასავლეთ კონფერენციაში. თუ კალიფორნიელები 17 აპრილს, საკუთარ დარბაზში “ჰიუსტონს" გაუსწორდებიან, მაშინ უკვე ვეღარავინ შეეცილება პლეი ოფის უკანასკნელ საგზურს. თავის მხრივ, მათ უშუალო კონკურენტ "იუტას" ორი გასვლითი შეხვედრა აქვს მოსაგები ("მინესოტა", "მემფისი"), რაც უაღესად ძნელი იქნება, მაგრამ "ჯაზმენებმა" ორივე მათგანში წარმატების მიღწევა რომც შეძლონ, მაინც იმის იმედად უნდა იყვნენ, რომ "ტბელები" "როკეტსთან" წაიფორხილებენ.
ლეიკერსი - სან ანტონიო 91:86 (22:23, 21:20, 18:18, 30:25)
ლეიკერსი: ბლეიკი (23), ჰოვარდი (26+17მ), გაზოლი (7), ვორლდ ფისი (8),მიქსი (8); კლარკი (2), ჯემისონი (15), მორისი (2)
სან ანტონიო: პარკერი (4), გრინი (16), ლეონარდი (8), სპლიტერი (11+10მ), დანკანი (23+10მ); ჯოზეფი (2), ნილი (12), ბონერი (8), დე კოლო (2), ბლერი
მაიამი - ჩიკაგო 105:93 (30:22, 26:32, 30:23, 19:16)
მაიამი: ჩელმერსი (15), ვეიდი (22), ბოში (12), ჯეიმსი (24), მილერი (11); ალენი (2), ანდერსენი (15), კოული (2), ლუისი (2), ენტონი
ჩიკაგო: ჰაინრიხი (14), ბუზერი (16+20მ), დენგი (19), ბატლერი (13),ბელინელი (7); მოჰამედი, რობინსონი (14), ტომასი, კუკი (10)
ტორონტო - ბრუკლინი 93:87 (24:20, 27:12, 19:27, 23:28)
ტორონტო: ლოური (7), დეროზანი (36), გრეი (4), გეი (26), ჯონსონი (10); ანდერსონი (4), ლუკასი (2), ეისი (4)
ბრუკლინი: უილიამსი (30), ჯონსონი (12), ლოპესი (16), ევანსი, ბოგანსი (6); ბლაჩი (15), ვოტსონი (2), სტეკჰაუზი (4), ბრუქსი, ჰამფრიზი (2)
ნიუ იორკი - ინდიანა 90:80 (23:15, 24:25, 22:20, 21:20)
ნიუ იორკი: შამპერტი (10), ენტონი (25), ფელტონი (11), პრიჟიონი (3), ჯონსი; კოუპლენდი (20), სმიტი (15), კიდი, ნოვაკი (6),ვაითი
ინდიანა: ჰილი (6), სტივენსონი (22), ჰიბერტი (4), ვესტი (17), ჯორჯი (9); იანგი (6), ტ.ჰენსბრო (1), ჯონსონი (3), პენდერგრაფი (12)
ფილადელფია - კლივლენდი 91:77 (32:19, 21:15, 21:17, 17:26)
ფილადელფია: ჰოლიდეი (14), ვილკინსი (11), თ. იანგი (14), თერნერი (7), ჰოუსი (14); მოუტრი (10), რაიტი (15), ჯა.ჰოლიდეი (6)
კლივლენდი: ირვინგი (4), ელინგტონი (12), ზელერი, ტომფსონი (12), ჯი (2); ჯონსი (11+10მ), ვეიტერსი (11), ოქვინი (2), სპეიტსი (12),კასპი (9), გიბსონი (2)
დენვერი - პორტლენდი 118:109 (37:21, 30:29, 22:28, 29:31)
დენვერი: ლოუსონი (12), იგუადალა (28), კუფოსი (6), ფარიდი, ფურნიე (24); მილერი (2), ბრიუერი (7), მაკგი (10), რენდოლფი (18), ჩენდლერი (11)
პორტლენდი: ლილარდი (30), ბარტონი (17), ჰიქსონი (19), კლავერი (9), ლეონარდი (10); მეინორი (14), პავლოვიჩი (8), ფრილანდი, ბაბიტი (2)
ნიუ ორლეანი - დალასი 89:107 (19:33, 21:29, 27:19, 22:26)
ნიუ ორლეანი: გორდონი (15), ვასკესი (11), ლოპესი (10+13მ), ანდერსონი (20+12მ), ამინუ (10); ამუნდსონი (2), ანრი (8), რობერტსი (13)
დალასი: მ.ჯეიმსი (4), მეიო (8), კამანი (11),მერიონი (21), ნოვიცკი (19); რაიტი (16), აკოგნონი (3),კარტერი (16), კოლისონი (9)
ჰიუსტონი - საკრამენტო 121:100 (33:24, 29:20, 32:32, 27:24)
ჰიუსტონი: ლინი (15), ჰარდენი (29), აშიკი (10), სმიტი (11), პარსონსი (13); დელფინო (14), გარსია (2), ბევერლი (7), რობინსონი (2), მოტეიუნასი (6), ანდერსონი (3), ჯონსი (9)
საკრამენტო: ტომასი (10+10პ), ევანსი (10), კაზინსი (8), ტომპსონი (7), სალმონსი (14); დაგლასი (6), ფრედიტი (10), ოლდრიხი (12), აუთლო (15), ჯონსონი (), პატერსონი (8)
დასავლეთ კონფერენცია
1. | ოკლაჰომა |
80 | 59 | 4 | 2 | 21 | 8476:7724 | 0.738 | |
2. | სან ანტონიო |
80 | 58 | 4 | 3 | 22 | 8247:7699 | 0.725 | |
3. | დენვერი |
80 | 55 | 4 | 2 | 25 | 8474:8078 | 0.688 | |
4. | კლიპერსი |
80 | 54 | 0 | 2 | 26 | 8084:7575 | 0.675 | |
5. | მემფისი |
80 | 54 | 4 | 1 | 26 | 7470:7152 | 0.675 | |
6. | ჰიუსტონი |
80 | 45 | 0 | 3 | 35 | 8481:8185 | 0.563 | |
7. | გოლდენ სტეიტი |
80 | 45 | 2 | 2 | 35 | 8081:8029 | 0.563 | |
8. | ლეიკერსი |
81 | 44 | 2 | 0 | 37 | 8282:8191 | 0.543 | |
9. | იუტა |
80 | 42 | 3 | 3 | 38 | 7872:7879 | 0.525 | |
10. | დალასი |
80 | 40 | 3 | 8 | 40 | 8097:8152 | 0.500 | |
11. | პორტლენდი |
80 | 33 | 5 | 1 | 47 | 7830:8063 | 0.413 | |
12. | მინესოტა |
80 | 30 | 1 | 1 | 50 | 7663:7854 | 0.375 | |
13. | საკრამენტო |
80 | 28 | 0 | 4 | 52 | 8016:8403 | 0.350 | |
14. | ნიუ ორლეანი |
81 | 27 | 1 | 3 | 54 | 7627:7932 | 0.333 | |
15. | ფინიქსი |
80 | 24 | 3 | 2 | 56 | 7588:8105 |
0.300 |
აღმოსავლეთ კონფერენცია
1. | მაიამი |
80 | 64 | 5 | 1 | 16 | 8235:7603 | 0.800 | |
2. | ნიუ იორკი |
80 | 53 | 0 | 2 | 27 | 8003:7651 | 0.663 | |
3. | ინდიანა |
80 | 49 | 2 | 3 | 31 | 7579:7243 | 0.613 | |
4. | ბრუკლინი |
80 | 47 | 5 | 0 | 33 | 7735:7598 | 0.588 | |
5. | ატლანტა |
80 | 44 | 4 | 1 | 36 | 7844:7788 | 0.550 | |
6. | ჩიკაგო |
80 | 43 | 4 | 2 | 37 | 7444:7439 | 0.538 | |
7. | ბოსტონი |
80 | 41 | 7 | 4 | 39 | 7728:7722 | 0.513 | |
8. | მილუოკი |
80 | 37 | 3 | 3 | 43 | 7902:8030 | 0.463 | |
9. | ფილადელფია |
80 | 33 | 2 | 1 | 47 | 7434:7710 | 0.413 | |
10. | ტორონტო |
80 | 32 | 2 | 7 | 48 | 7744:7906 | 0.400 | |
11. | ვაშინგტონი |
80 | 29 | 0 | 5 | 51 | 7451:7651 | 0.363 | |
12. | დეტროიტი |
80 | 28 | 0 | 3 | 52 | 7570:7901 | 0.350 | |
13. | კლივლენდი |
80 | 24 | 0 | 1 | 56 | 7720:8096 | 0.300 | |
14. | ორლანდო |
80 | 20 | 1 | 3 | 60 | 7541:8084 | 0.250 | |
15. | შარლოტი |
80 | 19 | 3 | 1 | 61 | 7450:8225 | 0.238 |