NBA-ს მექულეთა ტოპ ხუთეულის წევრთა შორის “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ვარსკვლავი, კობი ბრაიანტი ერთადერთი მოქმედი კალათბურთელია, რომელსაც შეუძლია თავისი შედეგი გააუმჯობესოს და მესამე ადგილზე მყოფ მაიკლ ჯორდანს ჯერ დაეწიოს და შემდეგ გადაასწროს კიდეც.
შეგახსენებთ, რომ ბრაიანტს ჯორდანის მიერ ნაჩვენები შედეგისაგან 592 ქულა აშორებს.
გთავაზობთ ტოპ ხუთეულში შესული კალათბურთელების ვინაობას და მათ მიერ ნაჩვენებ შედეგებს:
ქარიმ აბდულ ჯაბარი – 38 387 ქულა
კარლ მელოუნი – 36 928
მაიკლ ჯორდანი – 32 292
კობი ბრაიანტი – 31 700
უილტ ჩემბერლენი – 31 418