ფეხბურთი

12:52 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბრაჰიმი - ჰეთ-თრიკი სადებიუტო მატჩში

გუშინდელი საღამოს გმირი, იესინ ბრაჰიმი “ბატეს” განადგურების შემდგომ (6:0), ჟურნალისტებს გაესაუბრა. ალჟირელი მოთამაშე, რომელმაც სამი გოლის გატანა მოახერხა ბელარუსელთა კარში, ძალიან გახარებული ჩანდა. მისი თქმით, “პორტომ” არაჩვეულებრივად ითამაშა. 

“ეს იყო ჩემი პირველი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე და სამი გოლის გატანა მოვახერხე. ეს დაუჯერებელია. ბრწყინვალედ ვითამაშეთ და ასე უნდა განვაგრძოთ. ბედნიერი ვარ. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა”, - განუცხადა გახარებულმა ალჟირელმა ჟურნალისტებს.

მომდევნო მატჩს “პორტო” ჩემპიონთა ლიგაზე 30 სექტემბერს ჩაატარებს. “დრაკონები” გასვლაზე “შახტარს” შეეჭიდებიან. 


ირაკლი ალიმბარაშვილი

0.118238