კალათბურთი

19:15 | 16.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბოსტონი” – “ინდიანას” მატჩი გაუქმდა

ხვალ დილას TD GARDEN-ში გასამართი ნბა-ს რეგულარული სეზონის “ბოსტონ სელტიქსისა” და “ინდიანა პეისერსის” შეხვედრა ლიგამ ბოსტონში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო გააუქმა – იტყობინება The Associeted Press.

“ბოსტონმაც” და “ინდიანამაც” უკვე გაინაღდეს პლეი ოფში მონაწილეობა, ისინი ნებისმიერ შემთხვევაში შესაბამისად მეშვიდე და მესამე ადგილს იკავებენ აღმოსავლეთ კონფერენციაში, ამიტომაც მატჩი საერთოდ აღარ გაიმართება.

უკანასკნელი ცნობით, ტერორისტული აქტის შედეგად 132 პირია დაზარალებული, რომელთა შორის 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

0.116846