ფეხბურთი

14:00 | 27.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოსინგვა ისევ მალუდას თანაგუნდელია

“ქუინზ პარკ რეინჯერსის” 30 წლის მცველი ჟოზე ბოსინგვა “ტრაბზონსფორში” ჩაირიცხა. თურქული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა მთავარი ხელშეკრულება უკვე გააფორმეს, მაგრამ ფეხბურთელს რამდენიმე პირად კონტრაქტზე დარჩა ხელი მოსაწერი და ამიტომ, ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

პორტუგალიელი მცველი ტრაბზონში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა და მას აეროპორტში ასობით გულშემატკივარი დახვდა.

ჟოზე ბოსინგვა “ტრაბზონსფორში” ფრანგი ფლორან მალუდას მხარდამხარ ითამაშებს. ისინი 2008-2012 წლებში ლონდონის “ჩელსიშიც” თანაგუნდელები იყვნენ.


0.116771