“მაიამი ჰითმა” ოფიციალურ ვებ-გვერდზე კრის ბოშთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ ცნობა გამოაქვეყნა. გარიგების დეტალები არ ხმაურდება, თუმცა, ESPN-ის ცნობით, ამერიკელი ფორვარდი 5 წლის განმავლობაში 118 მილიონ დოლარს მიიღებს.
30 წლის ბოშმა ფლორიდულ გუნდში უკანასკნელი 4 სეზონი გაატარა და 2 საჩემპიონი ტიტულიც მოიგო. კრისს ზურგს ნბა-ში ჩატარებული 796 მატჩი (784 სასტარტოში) უმაგრებს, მისი საშუალო მონაგარი კი 19.2 ქულა, 8.7 მოხსნა, 2.0 პასი და 1.1 დაფარებაა 35.9 წუთში.