ფეხბურთი

23:58 | 7.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბორხა ვალეროს დისკვალიფიკაცია შეუმცირეს, დე როსის – არა

ფლორენციის “ფიორენტინას” ესპანელ ნახევარმცველს, ბორხა ვალეროს, თავდაპირველად მისჯილი 4 მატჩის ნაცვლად, სერია A-ს 3 თამაშის გამოტოვება მოუწევს.

ვალერო მოედნიდან “პარმასთან” გამართულ შეხვედრაში ჯანი მუნარისთან ჩხუბის გამო გააგდეს. წითელი ბარათის მიღების შემდეგ, მან მსაჯსაც შეუტია, რის გამოც, 29 წლის შუახაზელმა 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. “ფიორენტინამ” გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ფლორენციელებმა დისკვალიფიკაციის სამ მატჩამდე შემცირებას მიაღწიეს.

ბორხა ვალეროს საკითხთან ერთად, სპორტული სასამართლო დანიელე დე როსის დისკვალიფიკაციასაც განიხილავდა. “ინტერთან” გამართულ შეხვედრაში, “რომას” ნახევარმცველმა მაურო იკარდის დაარტყა, რის გამოც, მან 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. სასამართლომ რომაული გუნდის საჩივარში მითითებული არგუმენტია არ გაითვალისწინა და სასჯელი უცვლელი დატოვა.

0.118649