ფეხბურთი

20:02 | 15.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბორხა ვალერომ “ფიორენტინასთან” გაახანგრძლივა

 

ესპანელი ნახევარმცველი ბორხა ვალერო “ფიორენტინაში” კიდევ 5 წლის განმავლობაში ითამაშებს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 29 წლის შუახაზელმა ფლორენციელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

“ძალიან მიხარია, რომ “ფიორენტინასთან” კონტრაქტი კიდევ 5 წლით გავახანგრძლივე. კლუბი ჩემთვის ყოველთვის ბევრს აკეთებდა და ვცდილობ ყველაფერი ვიღონო იმისათვის, რომ საპასუხოდ არანაკლები გავიღო. რამდენიმე თვის წინ აგენტს ვუთხარი, რომ სხვა კლუბში გადასვლით დაინტერესებული არ ვარ და ფლორენციელებთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ველი.” – აცხადება ვალერო.

ბორხა ვალერო “ფიორენტინაში” 2012 წელს, “ვილიარეალიდან” გადავიდა. ფლორენციული გუნდის მაისურით მან 88 თამაში ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 22 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.114651