ფეხბურთი

11:51 | 23.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბორუსიას” იმობილე ეძვირა

“ბორუსიას”, “ტორინოსა” და “იუვენტუსის” მოლაპარაკება თავდამსხმელ ჩირო იმობილესთან დაკავშირებით ჩიხში შევიდა. 24 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებს იტალიური კლუბები თანაბრად ინაწილებენ და იმობილეს სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვენ. დორტმუნდელები კი მხოლოდ 16 მილიონის გადასახდელად არიან მზად.

Bild-ის ცნობით, ამ ეტაპზე მოლაპარაკება შეჩერებულია, თუმცა შესაძლოა ისევ გაგრძელდეს, რადგან ბევრი რამ თავად ფეხბურთელის პოზიციაზეა დამოკიდებული. იმობილეს კი “ბორუსიაში” გადასვლა სურს.

2013/14 წლების სეზონში ჩირო იმობილემ სერია A-ში 33 თამაში ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

0.128004