ფეხბურთი

20:34 | 10.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბორუსია” ლევანდოვსკის შემცვლელებს აკვირდება

დორტმუნდის “ბორუსია” თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად აქტიურად მუშაობს. უკვე გადაწყვეტილია, რომ გუნდის მთავარი მეგოლე რობერტ ლევანდოვსკი მომავალი სეზონიდან მიუნხენის “ბაიერნში” გადაბარგდება. დორტმუნდელებმა უკვე გააფორმეს კონტრაქტი ადრიან რამოსთან, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ აპირებენ და კიდევ ორ ფორვარდს: კოლუმბიელ ჯექსონ მარტინესს და ბერძენ კოსტას მითროღლუს დაადგეს თვალი.

მარტინესი “პორტუს” ღირსებას იცავს და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში გატანილი 18 გოლით ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. მისი სატრანსფერო ფასი 40 მილიონ ევროს შეადგენს. მითროღლუ კი ლონდონის “ფულემმა” წლეულს შეიძინა 15 მილიონ ევროდ. ფეხბურთელს ახალი კლუბის სახელით ჯერ თავი არ გამოუჩენია, ხოლო იქამდე, სეზონის პირველი ნახევარი “ოლიმპიაკოსში” გაატარა და 12 თამაშში 14 გოლი გაიტანა.

 

0.124275