ფეხბურთი

21:03 | 30.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბორუსია” ახალგაზრდა სერბს იმატებს

სერბეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მილოშ იოიჩი, რომელიც აქამდე ბელგრადის “პარტიზანში” გამოდიოდა, კარიერას დორტმუნდის “ბორუსიაში” გააგრძელებს.

“პარტიზანის” წარმომადგენლებმა სერბ ჟურნალისტებს დაუდასტურეს, რომ იოიჩმა თურქეთში მყოფი გუნდის საწვრთნელი ბანაკი დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა.

მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდა სერბი, რომელსაც თამაში ნახევარდაცვის ორივე ფლანგზე და გამთამაშებლადაც შეუძლია, დღეს “ბორუსიაში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგ, კლუბთან ოთხწელიწადნახევრიან კონტრაქტს გააფორმებს. 

0.114644