ფეხბურთი

16:24 | 23.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბორინიმ ვარჯიში განაახლა

ინგლისური “ლივერპულის” ფორვარდმა ფაბიო ბორინიმ ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ამის შესახებ Goal.com-ი იუწყება.

იტალიის ნაკრების შემტევმა მხრის ტრავმა თებერვალში, “სუონსისთან” მატჩში მიიღო. ბორინი კაილ ბარტლისთან შეჯახებისას დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გასულა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში, ეს ბორინისთვის მე-2 სერიოზული ტრავმა იყო. ოქტომბერში, თავდამსხმელმა იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ბანაკში ფეხი მოიტეხა და დიდი დრო გაუცდა. ტრავმების გამო, ბორინიმ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა. 

 

0.124029