“სანდერლენდის” იტალიელმა თავდამსხმელმა, ფაბიო ბორინიმ, “კარდიფთან” გამართული მატჩის შესვენებაზე, გონება დაკარგა, რის გამოც, 22 წლის ფეხბურთელი შეცვალეს. გუნდის მთავარი მწვრთნელის, გუსტავ პოიეტის თქმით, ბორინის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული არაა.
“ბორინი საავადმყოფოშია. ის, თამაშის დაწყებამდე, თავს ცუდად გრძნობდა. მიუხედავად ამისა, ფაბიომ თამაში გადაწყვიტა. შესვენებაზე მივხვდით, რომ ბორინი ვეღარ ითამაშებდა.
მინდა ყველა დავამშვიდო – სერიოზული არაფერია. იმედი მაქვს, რომ ბორინი უკვე მომდევნო შეხვედრაში დაგვეხმარება.” – აცხადებს პოიეტი.
ბორინიმ, რომელიც “სანდერლენდში” “ლივერპულიდანაა” განათხოვრებული მიმდინარე სეზონში 16-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.