ფეხბურთი

2:27 | 9.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ბორდომ“ „ლილი“ თავის რეკორდთან არ მიუშვა

„ლილის“ მშრალი სერია, რომელიც 11 მატჩს ითვლიდა, „ბორდოსთან“ გამართულ გასვლით შეხვედრაში შეწყდა. ამ თამაშის შემდეგ, „ლილმა“ შანსი დაკარგა გაეუმჯობესებინა სწორედ „ბორდოს“ რეკორდი. ამ გუნდმა, 20 წლის წინათ, კარის მშრალად შენახვა ლიგა ერთის ზედიზედ 13 თამაშში მოახერხა.

მიმდინარე სეზონში, „ლილი“ თუ გოლს უშვებს, აუცილებლად აგებს. ეს ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა. ლანდრი ნგემოს მიერ 27-ე წუთზე გატანილმა გოლმა რენე ჟირარის შეგირდები უქულოდ დატოვა. თითქმის მთელი მე-2 ტაიმის განმავლობაში, სტუმარი გუნდი რიცხობრივ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ მოხერხდა.

„ლილის“ წაგებით კარგად ისარგებლა „მონაკომ“. კლაუდიო რანიერის გუნდმა ზედიზედ მე-4 თამაში მოიგო და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.

ტურის ბოლო მატჩში „მონაკო“ გასავარდნ ზონაში მყოფ „აიაჩოს“ მასპინძლობდა. ფალკაოს გარეშე მოთამაშე გუნდს სტუმართა მეკარის, გილერმო ოჩოას ბარიერის დაძლევა დიდი ხნის განმავლობაში უჭირდა, მაგრამ 75-ე წუთზე ნანატრი გოლი მაინც გავიდა.

ბოლო 4 თამაშში პირველად მოიგო „ლიონმა“, რომელმაც „ბასტიას“ 4-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. რემი გარდის შეგირდებმა პირველი ტაიმის კი დათმეს, მაგრამ შესვენების შემდეგ მათ მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

 

ბორდო-ლილი 1:0 (1:0)

ბორდო, “ჟაკ შაბან დელმა” 18740

ბორდო (4-2-3-1): კარასო, მარიანო, ენრიკე, სანე, პუნჯე, სერტიჩი, ნ’გემო, ფობერი, ობრანიაკი, მორის-ბელე, ჟუსიე (სევე 61).

მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.

ლილი (4-1-3-2): ენიეამა, ბერია, კიაერი, ბაზა, სუარე, მავუბა, ბალმონი, როდელინი (მარტინი 50), გუეიე, კალუ (ორიჟი 67), რუ (მეიტე 76).

მწვრთნელი: რენე ჟირარი.

გოლი: 1:0 ნ’გემო (27).

გაფრთხილება: რუ 53.

გაძევება: პუნჯე 57.

მსაჯი: ნიკოლა რეინვილი.

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 10 (4)-6 (2), კუთხური: 3-2, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-3, ჯარიმა: 14-14.

 

ბასტია-ლიონი 1:3 (1:0)

ფურიანი, “არმან სეზარი

ბასტია (4-2-3-1): ლანდრო, სიონი (ილანი 56), სკილაჩი, მოდესტო, პალმიერი, კაუზაკი, რომარიკი, კრასიჩი (ბარბატო 81), ბუდებუზი, ბა (ბრუნო 64), რასპენტინო.

მწვრთნელი: ფრედერიკ ანტცი.

ლიონი (4-1-3-2): ვერკუტრი, ლოპესი, კონე, უმტიტი, ბედიმო, გონალონი, ფერი (ტოლისო 79), გრენიე, ფოფანა, ლაკაზეტი (დანიჩი 88), ბენზია (გომისი 71).

მწვრთნელი: რემი გარდი.

გოლები: 1:0 რასპენტინო (34), 1:1 ლაკაზეტი (54), 1:2 ბენზია (57), 1:3 გომისი (86).

გაფრთხილებები: ბა 54, კაუზაკი 68, პალმიერი 71, ბრუნო 79 - გონალონი 31.

გაძევება: კაუზაკი 87.

მსაჯი: ბართოლომო ვარელა.

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 6 (2)-8 (3), კუთხური: 0-1, თამაშგარე: 0-3, სეივი: 0-1, ჯარიმა: 13-13.

 

ტულუზა-მონპელიე 1:1 (0:1)

ტულუზა, “მუნისიპალი

ტულუზა (3-1-4-2): აჰამადა, ორიე, სპაიჩი, აბდენუ, აგილარი, აკპა აკპრო, ტრეხო, სირეიქსი (რეგატინი 61), მუბანჯე (ძებინა 46), ბენ ბაზატი (ბრეითუაითი 66), ბენ იედერი.

მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.

მონპელიე (4-2-3-1): ჟურდრენი, დეპლანჟი, კონგრი, მეზაგი, ტიენე, სტამბული, მარვო, სანსონი (მარტინი 79), კაბელა, მუნიე (დაბო 52), კამარა (მონტანიო 71).

მწვრთნელი: პასკალ ბეილსი.

გოლები: 0:1 კამარა (19), 1:1 აგილარი (72).

51-ე წუთზე, ბენ ბაზატმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.

გაფრთხილებები: ორიე 34, ძებინა 67, აკპა აკპრო 83, აბდენუ 86 - მარვო 66.

გაძევება: კონგრი 49.

მსაჯი: ბენუა ბასტიენი.

ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 14 (3)-11 (4), კუთხური: 10-3, თამაშგარე: 1-2, სეივი: 3-2, ჯარიმა: 14-20.

 

მონაკო-აიაჩო 1:0 (0:0)

მონაკო, “ლუი II

მონაკო (4-1-2-3): სუბასიჩი, რაგი, კარვალიო, აბიდალი, კურზავა, ტულალანი, მოუტინიო, ობადი (ჟერმენი 72), რივიერი, როდრიგესი, მარტიალი (ოკამპოსი 60).

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.

აიაჩო (4-2-3-1): ოჩოა, ენგბარტი, პეროცო, ტონუჩი (დიელნა 61), ბონარი, პიერაცი, მოსტეფა, ანდრე, კავალი (ფატი 65), ლასნე, ტალო (ედუარდო 55).

მწვრთნელი: კრისტიან ბრაკონი.

გოლი: 1:0 რივიერი (75).

გაფრთხილებები: ჟერმენი 81 - პიერაცი 25.

გაძევება: პიერაცი 62.

მსაჯი: ენტონი გოტიე.

ბურთის ფლობა: 68%-32%, დარტყმა: 23 (5)-6 (3), კუთხური: 10-2, თამაშგარე: 4-2, სეივი: 3-4, ჯარიმა: 11-15.

0.194365