ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ლონდონის “ვესტ ჰემი” არნემის “ვიტესის” ფორვარდის – ვილფრიდ ბონის შეძენას ეცდება. Voetbal International-ის ცნობით, ინგლისელები 24 წლის კოტდივუარელის სანაცვლოდ 12 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან.
ზამთრის სატრანსფერო სეზონში, ბონის გადაბირება სხვა ინგლისურ კლუბებსაც სურდათ. ბრიტანულ პრესაში, აფრიკელის სახელს “ნიუკასლსა” და ლონდონის “ჩელსის” უკავშირებდნენ. სავარაუდოდ, “არისტოკრატები” ბონის დამატებას ზაფხულშიც ეცდებიან. აქვე გეტყვით, რომ აფრიკელს არნემელებთან კონტრაქტი 2015 წელს ეწურება.
ცნობისათვის, ჰოლანდიის ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში, ბონიმ 24 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი მიითვალა, რისი წყალობითაც ბომბარდირთა დავას ლიდერობს.