არნემის “ვიტესისა” და კოტდივუარის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ვილფრიდ ბონი, ჰოლანდიის ერედივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ბონი, რომელმაც მიმდინარე სეზონში 31 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა, გამოკითხვაში ამსტერდამის “აიაქსის” ნახევარმცველს კრისტიან ერიქსენსა და “ჰერენვენის” სერბ შუახაზელს ფილიპ ჯურიჩიჩს აჯობა.
საუკეთესო ადგილობრივმა ფეხბურთელმა, “ვიტესის” ნახევარმცველმა მარკო ვან გინკელმა, “აიაქსის” ბელგიელ მცველ ტობი ალდერვეირდელთან ერთად მე-4 ადგილი გაიყო.