სხვა

12:22 | 7.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოლტმა სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენა

მსოფლიოს უსწრაფესმა კაცმა უსაინ ბოლტმა ბრილიანტის ლიგის მეცხრე ეტაპზე, რომელიც პარიზში შედგა, 200 მეტრზე გარბენი სეზონის საუკეთესო შედეგით – 19,73 – მოიგო. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს საკუთრივ პარიზის რეკორდიც გახლავთ – ასე სწრაფად აღნიშნულ დისტანციაზე საფრანგეთის დედაქალაქში აქამდე არავის ურბენია.

ლეგენდარულმა იამაიკელმა, რომელსაც 21 აგვისტოს 27 წელი შეუსრულდება, გარბენი ტრადიციულად მეტოქეებზე ოდნავ ნელა დაიწყო, მაგრამ წინ გაჭრილ თანამემამულე უორენ უერს უკვე მოსახვევში გაასწრო, ფინიშის სწორზე კი ბოლომდე გაილაღა და დამაჯერებლად იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ექვსგზის ოლიმპიური და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი 100 და 200 მეტრზე რბენაში მსოფლიო რეკორდსმენია – ამ დისტანციებზე მისი საუკეთესო მაჩვენებლები, შესაბამისად, 9,58 და 19,19 წამს შეადგენს.

გარბენის შემდეგ ბოლტმა თქვა, რომ რამდენიმე ხარვეზი ჯერ კიდევ აღმოსაფხვრელი აქვს და მისი მიზანი მოსკოვში 10-18 აგვისტოს გასამართი მსოფლიო პირველობისათვის საუკეთესო ფორმაში შესვლაა.

“იქ დიდ შოუს იხილავთ” – აღგვითქვა მან.

“სტად დე ფრანსზე” შეკრებილი 52 ათასი მაყურებლის თვალწინ კი სეზონის კიდევ სამი საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა და ეტაპის კიდევ ორი რეკორდი დამყარდა. თავი მორბენლებმა გამოიჩინეს.

400 მეტრზე რბენაში მოქმედმა ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა, 20 წლის გრენადელმა კირანი ჯეიმსმა მანძილი 43,96 წამში დაფარა და 2008 წლის პეკინის ოლიმპიადისა და 2009 წლის მსოფლიო პირველობის გამარჯვებულს, 27 წლის ამერიკელ ლაშონ მერიტს წამის 13 მეასედით აჯობა. სხვათა შორის, მერიტს ასე სწრაფად – 44,09 წმ – სწორედ მისთვის იმ წარმატებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აღარ ურბენია.

27 წლის ეთიოპელმა სტაიერმა ქალმა ტირუნეშ დიბაბამ 5000 მეტრი 14 წუთსა და 23,68 წამში გაირბინა. ეს კი სეზონის საუკეთესო შედეგი, ეტაპის რეკორდი და ყველაზე დროის მეშვიდე მაჩვენებელია. დიბაბა, რომელიც 5000 მეტრზე რბენაში პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებული და ორგზის (2003, 2005) მსოფლიო ჩემპიონი, ხოლო 10000 მეტრზე რბენაში ორგზის (2008, 2012) ოლიმპიური და ორგზის (2005, 2007) მსოფლიო ჩემპიონია, საკუთარ მსოფლიო რეკორდს მხოლოდ 12,53 წამით ჩამორჩა.

სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენა და ეტაპის რეკორდი გააუმჯობესა 3000 მეტრზე სტიპლჩეიზში ორგზის (2004, 2012) ოლიმპიურმა და ორგზის (2009, 2011) მსოფლიო ჩემპიონმა, 31 წლის კენიელმა ეზეკიელ კემბოიმაც – მან უკანასკნელ 250-მეტრიან მონაკვეთზე გადაუსწრო ადგილობრივი პუბლიკის ფავორიტს, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ორგზის (2008, 2012) ოლიმპიური ვერცხლის მედალოსან მაჰიედინ მეხისი ბენაბადს და წლეულს პირველი გახდა, დისტანცია რვა წუთზე ნაკლებ დროში რომ დაფარა – 7.59,03.

სხვა სახეობებში: ქალთა შორის 400 მეტრზე თარჯრბენში შარშანდელი ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანმა, ჩეხმა ზუზანა ჰეინოვამ წლეულს მეშვიდე გარბენში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა; კაცთა შორის ბადროს ტყორცნაში მოქმედმა ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა, გერმანელმა რობერტ ჰარტინგმა იმარჯვა და უმთავრეს კონკურენტთან – 2008 წლის ოლიმპიურ ჩემპიონ ესტონელ გერდ კანტერთან – დავაში ერთი ქულით დაწინაურდა, თუმცა წინ კიდევ სამი შეჯიბრებაა; მოქმედმა ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა სიმაღლეზე ხტომაში ქალთა შორის, რუსმა ანა ჩიჩეროვამ ერთადერთმა შეძლო, ორ მეტრზე მაღლა შემოდებულ თამასას (2,01) გადავლებოდა და საერთო ჩათვლაში წინ გაიჭრა; მოქმედმა ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა ჭოკით ხტომაში კაცთა შორის, ფრანგმა რენო ლავილენიმ, რომელმაც ერთი კვირის წინ, ლოზანაში, პირველი სიმაღლის დალაშქვრაც ვერ შეძლო, ამჯერად დიდებულად იასპარეზა და ლიგის ეტაპებზე მე-14 გამარჯვება მიითვალა; მიმდინარე სეზონში დაუმარცხებლად ასპარეზობს გერმანელი შუბოსანი ქალი კრისტინა ობერგფიოლი – მან წლეულს უკვე მეშვიდე შეჯიბრება მოიგო; ქალ სამმხტომელთა საერთო ჩათვლაში ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა კოლუმბიელმა კატერინ იბარგუენმა; კაცთა შორის 110 მეტრზე თარჯრბენში მსოფლიო რეკორდის მფლობელმა და მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ამერიკელმა არიეს მერიტმა სეზონში პირადი საუკეთესო შედეგით იმარჯვა და ყველას აჩვენა, რომ შვიდი კვირის წინ შანხაიში მიღებული ტრავმა უკვე ბოლომდე მოიშუშა; ქალთა შორის ბირთვის კვრაში შარშანდელი ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ახალზელანდიელმა ვალერი ადამსმა კი ზედიზედ 36-ე გამარჯვება იზეიმა.

მომდევნო, მე-10, ეტაპი 19 ივლისს, მონაკოში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ბრილიანტის ლიგაში შეჯიბრებები 32 დისციპლინაში, 14 ეტაპად ტარდება; აქედან თითოეულ დისციპლინას 7 ეტაპი ეთმობა. რიგით ეტაპზე გამარჯვებულ სპორტსმენს 4 ქულა ერიცხება, მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს, შესაბამისად, 2 და 1., ხოლო დისციპლინის ფინალურ ეტაპზე ქულები ორმაგდება - 1. - 8, 2. - 4, 3. - 2. ლიგის გამარჯვებული ის სპორტსმენი ხდება, რომელიც ყველაზე მეტ ქულას აგროვებს. გამარჯვებულს 40 ათასი დოლარი და ბრილიანტის ჯილდო ერგება.

 

ბრილიანტის ლიგა. 2013

მე-9 ეტაპი. 6 ივლისი. პარიზი

 

(სსშ – სეზონის საუკეთესო შედეგი) 

(ერ – ეტაპის რეკორდი)

 

კაცები

ბადროს ტყორცნა

1. რობერტ ჰარტინგი (გერმანია) 67,04

2. ეჰსან ჰადადი (ირანი) 65,53

3. გერდ კანტერი (ესტონეთი) 65,30

საერთო ჩათვლა

1. ჰარტინგი – 8 ქულა

2. კანტერი – 7 ქ

3. პიოტრ მალახოვსკი (პოლონეთი) – 6 ქ

4. ჰადადი – 5 ქ

5. რობერტ ურბანეკი (პოლონეთი) – 2 ქ

 

ჭოკით ხტომა

1. რენო ლავილენი (საფრანგეთი)    5.92

2. იან კუდლიჩკა (ჩეხეთი) 5,70

2. კონსტანტინოს ფილიპიდისი (საბერძნეთი) 5,70

საერთო ჩათვლა

1. კონსტანტინოს ფილიპიდისი (საბერძნეთი) – 8 ქ

2. რაფაელ ჰოლცდეპე (გერმანია) – 8 ქ

3. ლავილენი – 6 ქ

4. მალტე მორი (გერმანია) – 4 ქ

5. ბიორნ ოტო (გერმანია) – 2 ქ

6. აუგუსტო დუტრა (ბრაზილია) – 1 ქ

 

სიგრძეზე ხტომა

1. დამარ ფორბსი (იამაიკა) 8,11

2. კრის ტომლინსონი (ბრიტანეთი) 8,08

3. ლუის ცატუმასი (საბერძნეთი) 8,02

საერთო ჩათვლა

1. ალეკსანდრ მენკოვი (რუსეთი) – 10 ქულა

2. ფორბსი – 4 ქ

2. ჩინჩე ლი (ჩინეთი) – 4 ქ

4. გრეგ რეზერფორდი (ბრიტანეთი) – 4 ქ

5. ტომლინსონი – 3 ქ

6. მაურო ვინისიუს და სილვა (ბრაზილია) – 2 ქ

7. ცატუმასი – 1 ქ

 

110 მ. თარჯრბენი

1. არიეს მერიტი (აშშ) 13,09

2. პასკალ მარტინო-ლაგარდი (საფრანგეთი) 13,12

3. დევიდ ოლივერი (აშშ) 13,13

საერთო ჩათვლა

1. რაიან ბრეტუაიტი (ბარბადოსი ) – 4 ქულა

1. მერიტი – 4 ქ

1. ჰანსლ პარჩმენტი – 4 ქ

1. ჯეისონ რიჩარდსონი – 4 ქ

5. ორლანდო ორტეგა (კუბა) – 4 ქ

6. მარტინო-ლაგარდი – 2 ქ

6. ოლივერი – 2 ქ

6. რაიან უილსონი (აშშ) – 2 ქ

9. სერგეი შუბენკოვი (რუსეთი) – 1 ქ

9. ვენჩუნ ში (ჩინეთი) – 1 ქ

 

200 მ.

1. უსაინ ბოლტი (იამაიკა) 19,73 (სსშ, ერ)

2. უორენ უერი (იამაიკა) 19,92

3. კრისტოფ ლამეტრი (საფრანგეთი) 20,07

საერთო ჩათვლა

1. ბოლტი – 8 ქ

2. უეირი – 6 ქ

3. ნიკელ ეშმიდი – 4 ქ

4. უოლტერ დიქსი (აშშ) – 2 ქ

4. ჯასტინ გეტლინი (აშშ) – 2 ქ

4. ჯეისუმა საიდი ნდურე (ნორვეგია) – 2 ქ

4. ჯეისონ იანგი (იამაიკა) – 2 ქ

8. ჯეიმს ელინგტონი (ბრიტანეთი) – 1 ქ

8. ლამეტრი – 1 ქ

 

400 მ.

1. კირანი ჯეიმსი (გრენადა) 43,96 (სსშ)

2. ლაშონ მერიტი (აშშ) 44,09

3. ტონი მაკკუეი (აშშ) 44,84

საერთო ჩათვლა

1. ჯეიმსი – 10 ქულა

2. მერიტი – 8 ქ

3. იუსეფ აჰმედ მასრაჰი (საუდის არაბეთი) – 4 ქ

4. მაკკუეი – 2 ქ

4. რამონ მილერი (ბაჰამის კ-ები) – 2 ქ

6. ნაიჯელ ლევაინი (ბრიტანეთი) – 1 ქ

6. ლუგელინ სანტოსი (დომინიკელთა რ-ა) – 1 ქ

 

1500 მ.

1. აიანლე სულეიმანი (ჯიბუტი) 3.32,55

2. ამან უოტე (ეთიოპია)   3.32,65

3. ლიონელ მანზანო (აშშ)   3.33,14 

საერთო ჩათვლა

1. სულეიმანი – 8 ქულა

2. ასბელ კიპროპი (კენია) – 6 ქ

3. სილას კიპლაგატი (კენია) – 4 ქ

4. უოტე – 3 ქ

5. ნიქსონ კიპლიმო ჩეპსება (კენია) – 2 ქ

5. მეკონენ გებრემედინი (ეთიოპია) – 2 ქ

7. კოლინზ ჩებოი (კენია) – 1 ქ

7. ჯეიმს კიპლაგატ მაგუტი (კენია) – 1 ქ

7. მანზანო – 1 ქ

 

 3000 მ. სტიპლჩეიზი

1. ეზეკიელ კემბოი (კენია)  7.59,03 (სსშ, ერ)

2. მაჰიედინ მეხისი ბენაბადი (საფრანგეთი)  8.00,09

3. პოლ კიპსიელი კიოჩი (კენია)      8,09,17

საერთო ჩათვლა

1. კონსესლუს კიპრუტო (კენია) – 12 ქულა

2. კემბოი – 6 ქ

3. კიოჩი – 5 ქ

4. მეხისი ბენაბადი – 3 ქ

5. ჰილარი კიპსანგ იეგო – 2 ქ

 

ქალები

ბირთვის კვრა

1. ვალერი ადამსი (ახალი ზელანდია)  20,62

2. მიშელ კარტერი (აშშ)  19,57

3. ნადინე კლაინერტი (აშშ)  17,95

საერთო ჩათვლა

1. ადამსი – 8 ქულა

1. კრისტინა შვანიცი (გერმანია) – 8 ქ

3. კარტერი – 4 ქ

3. ლიჩიაო გონგი (ჩინეთი) – 4 ქ

5. კლაინერტი – 3 ქ

6. ნატალია დუკო (ჩილე) – 1 ქ

 

შუბის ტყორცნა

1. კრისტინა ობერგფიოლი (გერმანია) 64,74

2. კიმბერლი მიკლი (ავსტრალია)  64,35

3. მადარა პალამეიკა (ლატვია)  61,36

საერთო ჩათვლა

1. ობერგფიოლი – 16 ქულა

2. მიკლი – 5 ქ

3. მარია აბაკუმოვა – 4 ქ

4. სუნეტ ვილიოენი (სარ) – 2 ქ

5. პალამეიკა – 1 ქ

 

სამხტომი

1. კატერინ იბარგუენი (კოლუმბია) 14,69

2. ჰანა კნიაზევა (ისრაელი)    14,58

3. ოლგა სალადუხა (უკრაინა) 14,55

საერთო ჩათვლა

1. იბარგუენი – 16 ქულა

2. სალადუხა – 7 ქ

3. კნიაზევა – 2 ქ

4. ირინა გუმენიუკი (რუსეთი) – 1 ქ

4. ანა პიატიხი (რუსეთი) – 1 ქ

4. კიმბერლი უილიამსი (იამაიკა) – 1 ქ

 

სიმაღლეზე ხტომა

1. ანა ჩიჩეროვა (რუსეთი)  2,01

2. ბრიჯეტ ბარეტი (აშშ)  1,98

3. ბლანკა ვლაშიჩი (ხორვატია) 1,98

საერთო ჩათვლა

1. ჩიჩეროვა – 9 ქულა

2. სვეტლანა შკოლინა (რუსეთი) – 8 ქ

3. ვლაშიჩი – 6 ქ

4. ემა გრინ ტრეგარო – 4 ქ

5. ბარეტი – 3 ქ

 

 

100 მ.

1. შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი (იამაიკა) 10,92

2. ბლესინგ ოკაგბარე (ნიგერია) 10,93

3. მურიელ აურე (კოტ დ’ივუარი) 11,01     

საერთო ჩათვლა

1. ფრეიზერ-პრაისი – 12 ქულა

2. ოკაგბარე – 6 ქ

3. ივეტ ლალოვა (ბულგარეთი) – 4 ქ

4. აურე – 3 ქ

5. ვერონიკა კემპბელ-ბრაუნი (იამაიკა) – 1 ქ

5. კარმელიტა ჯიტერი (აშშ) – 1 ქ

5. მარია რემენი – 1 ქ

 

 

400 მ. თარჯრბენი

1. ზუზანა ჰეინოვა (ჩეხეთი) 53,23

2. პერი შეიკს-დრეიტონი (ბრიტანეთი) 53,96

3. ჯორგან მოლაინი (აშშ) 54,19

საერთო ჩათვლა

1. ჰეინოვა – 16 ქულა

2. შეიკს-დრეიტონი – 4 ქ

3. მოლაინი – 3 ქ

4. ანგელა მოროსანუ (რუმინეთი) – 2 ქ

5. დალილა მუჰამადი (აშშ) – 1 ქ

5. იადისლეი პედროსო (კუბა) – 1 ქ

5. კალის სპენსერი (იამაიკა) – 1 ქ

 

800 მ.

1. ფრანსინ ნიონსაბა (ბურუნდი)     1.57,26

2. მალიკა აკაუი (მაროკო)     1.57,64

3. ალისია მონტანიო (აშშ) 1.57,75

საერთო ჩათვლა

1. ნიონსაბა – 12 ქულა

2. ეკატერინა პოისტოგოვა (რუსეთი) – 4 ქ

3. ჯანეტ ჯეპკოსგეი (კენია) – 4 ქ

4. აკაუი – 3 ქ

5. ნატალია ლუპუ (უკრაინა) – 2 ქ

5. ბრენდა მარტინესი (აშშ) – 2 ქ

7. მონტანიო – 1 ქ

 

5000 მ.

1. ტირუნეშ დიბაბა (ეთიოპია) 14.23,68 (სსშ, ერ)

2. ალმაზ აიანა (ეთიოპია) 14.25,84

3. გელეტე ბურკა (ეთიოპია) 14.42,07

საერთო ჩათვლა

1. დიბაბა – 8 ქულა

2. მესერეტ დეფარი (ეთიოპია) – 6 ქ

3. გენზებე დიბაბა (ეთიოპია) – 5 ქ

4. ვიოლა ჯელაგატ კიბივოტი (კენია) – 3 ქ

5. აიანა – 2 ქ

5. მერსი ჩერონო (კენია) – 2 ქ

7. ბურკა – 1 ქ

7. მარგარეტ ვანგარი მურიუკი – 1 ქ

0.292752