ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ თელავის 10-ათასიან ტურნირზე რუს იულია კალაბინასთან რევანშის აღება მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ანალოგიურ შეჯიბრზე ბოლქვაძემ ფინალში ითამაშა და იქ კალაბინასთან 4:6, 4:6 დამარცხდა, ამჯერად კი, მე-2 ნომრად განთესილ რუს ჩოგბურთელს 7:5, 3:6, 6:3 სძლია.
ამგვარად, 16 წლის ბოლქვაძემ მერვედფინალში გააღწია, სადაც კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – უკრაინელ კატერინა ლიმარს გაეჯიბრება. ამ უკანასკნელმა საწყის რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე ლატავრა ანდრიაშვილს 6:1, 6:2 მოუგო.
მე-2 წრეში ითამაშებს თამარ კუტუბიძეც, რომელმაც ჯერ კიდევ გუშინ რუმინელი კრისტინა მოროი 6:4, 6:1 დაამარცხა და ახლა, მე-7 რეიტინგის მქონე სლოვალ ლენკა ვიენეროვასთან ჭიდილი
სამწუხაროდ, ტურნირს გამოეთიშა თამარ ჭალაგანიძე. მან მე-8 რეიტინგით მოთამაშე სარაი შტერენბახთან 3:6, 3:6 წააგო.
წყვილთა ტურნირში ანდრიაშვილი და თამარ სუმბაძე ფრანგულ-ამერიკულ დუეტს (ლეუერსი-სტიტელერი) ვერ გაუმკლავდნენ – 0:6, 1:6.
თელავშივე ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირის საწყისი წრე დასძლია მე-6 განთესვის მქონე ალექსანდრე მეტრეველმა. მან “უაილდ ქარდის” მქომე სომეხ მიქაელ ავეტისიანს 6:4, 6:1 სძლია და მერვედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – პოლონელ ბარტოშ ვოინარს გაეჯიბრება.
წარმატებას მიაღწია გიორგი ცივაძემაც. მან რუსი სურენ ვართანიანი დაჯაბნა (6:4, 6:2) დაჯაბნა და პოლონელ პაველ ჩიასთან დაპირისპირება
რაც შეეხება გიორგი ჯავახიშვილს, იგი შვეიცარიელ ლუკა მარგაროლისთან 1:6, 5:7 დამარცხდა.
წყვილებში ჯავახიშვილმა და პოლონელი კოჩილამ (მე-4 განთესვა) უკრაინელ ბადანოვთან და ბელარუს იაციკთან 6:7 (2:7), 6:7 (3:7) წააგეს, ხოლო გიორგი დათაშვილი და სომეხი ხაჩატრიანი იტალიურ დუეტს (ბონადიო-მაგერი) ვერ გაუმკლავდნენ – 2:6, 4:6.
მანამდე ნიკა დოლიძემ და მიხელ ხმიადაშვილმა ირაკლი მეტრეველს და აზერბაიჯანელ გულიევს 6:3, 6:4 მოუგეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, ცივაძეს და რუსი იარკოვს კი პირველ წრეში მე-3 ნომრად განთესილ იტალიურ წყვილთან (მოლინა-სინიკროპი) მოუწევთ თამაში.