ჩოგბურთი

1:30 | 22.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე წინ მიიწევს

ისრაელში, რამლეს 10-ათასიან ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობს მარიამ ბოლქვაძე. 16 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მე-5 ნომრად მიჩნეული უნგრელი ნაომი ტოტკა, რომელის მას რეიტინგში ხუთასამდე ადგილით უსწრებს, 6:4, 7:6 (7:4) დაამარცხა.

მარიამი მეოთხედფინალში ძალებს რუს ანასტასია პრიბილოვასთან მოსინჯავს. წყვილებში ბოლქვაძემ და ბრიტანელმა მანიშა ფოსტერმა მე-3 განთესვის მქონე ებრაელები – სტერენბახი და ზანდბერგი 6:4, 6:2 დაამარცხეს და ნახევარფინალში უმთავრეს ფავორიტებად მიჩნეულ რუსულ-ჩეხურ დუეტს (ლაზარევა-სტეფკოვა) ეთამაშებიან.

იტალიის ქალაქ კასერტას 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში უბრძოლველად გააღწია მე-6 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ.

ქართველი ჩოგბურთელის წინააღმდეგ სათამაშოდ არგენტინელი კაროლინა ზებალიოსი არ გამოცხადდა, მისი მომდევნო მოწინააღმდეგე კი მე-3 რეიტინგის მქონე ბეატრიზ ჰადად მაია (ბრაზილია) იქნება.

ბრძოლას გამოეთიშა სოფო ქვაცაბაია, რომელიც პირველ ნომრად მიჩნეულ გერმანელ ან შეფერს ვერ გაუმკლავდა – 1:6, 2:6.

წყვილთა მეოთხედფინალში მე-2 განთესვის მქონე გორგოძე და ქვაცაბაია იტალიელებს – ალესანდრელის და სირილოს გაეჯიბრებიან.

ეგვპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში, კიდევ ერთ 10-ათასიან ტურნირს დაემშვიდობა თამარ ჭალაგანიძე. მან მასპინძელ ოლა აბუ ზეკრისთან 3:6, 2:6 წააგო.

0.118627