ჩოგბურთი

0:37 | 10.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე ინგლისურ ტურნირს გამოეთიშა

16 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ინგლისურ გლოსტერში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ მარიამმა ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო, ძირითადი ბადის საწყის რაუნდში კი ფრანგი ოსეან ადამი 6:4, 6:1 დაამარცხა.

მერვედფინალში ბოლვაძემ რეიტინგში 385-ე ადგილზე მყოფ იტალიელ ანა-ჯულია რემონდინას პირველი სეტი კი მოუგო, თუმცა, საბოლოოდ, მე-4 ნომრად განთესილ მეტოქესთან 6:3, 1:6, 2:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ თავად ქართველ ჩოგბურთელს კლასიფიკაციაში 1197-ე პოზიცია უკავია.

0.115064