ფეხბურთი

23:06 | 3.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბოლონიას” ახალწვეულს აეროპორტში არავინ დახვდა

 

საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა იტალიაში. “ბოლონიამ” “კორინთიანსის” ნახევარმცველი იბსონი შეიძინა, მაგრამ 30 წლის ფებურთელს, იტალიაში ჩასვლის დროს, აეროპორტში არავინ დახვდა და მას კლუბის ოფისში საკუთარი ძალისხმევით მისვლა მოუხდა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, “ბოლონიას” პრეზიდენტმა, ალბანო გუარალდიმ, მომხდართან დაკავშირებით, კლუბის ოთხ წარმომადგენელს უფლებამოსილება უკვე შეუჩერა. ესენი არიან: გენერალური მდივანი ლუკა ბეფანი, კომუნიკაციების მენეჯერი კარლო კალიჩეტი, მარკეტინგის განყოფილების წარმომადგენელი ანდრეა ბატაკი და ტექნიკური განყოფილების თანამშრომელი ადრიან პოლენტა. ამ ოთხეულის ბედი ოთხშაბთს გასამართ სხდომაზე გადაწყდება.

0.115304