ფეხბურთი

21:31 | 8.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბოლონია” ბალარდინიმ ჩაიბარა

როგორც მოსალოდნელი იყო, “ბოლონიას” მთავარ მწვრთნელად 50 წლის იტალიელი სპეციალისტი დავიდე ბალარდინი დაინიშნა.

სეზონის პირველი ნახევრის ცუდად ჩატარების გამო, “ბოლონიამ” სტეფანო პიოლი დაითხოვა. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე საათში, ემილია-რომანიელებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ. “ბოლონიას”, მიმდინარე სეზონის ბოლომდე, დავიდე ბალარდინი გაწვრთნის, რომელსაც “კალიარიში”, “პესკარაში”, “პალერმოში”, “ლაციოსა” და “ჯენოაში” მუშაობის გამოცდილება აქვს.

0.114372