ჭადრაკი

23:37 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ტურის წინ...

დილიჟანში მიმდინარე საჭადრაკო გრან-პრის მე-2 ეტაპის ბოლო ტურის წინ ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე (2550) მე-3 ადგილს ინარჩუნებს და იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს მდევრებს ქულით უსწრებს, წესით, სამეულში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეს.

მე-10 ტურში ნანამ შავი ფიგურებით ლიტველ ვიკტორია ჩმილიტეს სძლია და თავი 6.0 ქულა მოუყარა. 7.0 ქულით პირველ ადგილზე ინდოელი ჰამპი კონერუ (2597) რჩება, მეორეზე კი 6.5 ქულით სლოვენიელი ანა მუზიჩუკია (2593).

ბოლო ტურში სამივე ლიდერი თეთრებით ითამაშებს. ძაგნიძე რუს ოლგა გირიას (2436) დაუპირისპირდება, კონერუ – მონღოლ ბატჩიმეგს (2316), ხოლო მუზიჩუკი – სომეხ ელინა დანიელიანს (2475).

სამწუხაროდ, ბოლო პოზიციაზე იმყოფება ბელა ხოტენაშვილი (2531), რომელმაც პირველ ეტაპზე მოულოდნელი გამარჯვება იზეიმა, ამჯერად კი 10 ტურში 1 პარტიაც არ მოუგია და მხოლოდ 3.5 ქულა გააჩნია. გასულ ტურში ბელა შავი ფიგურებით დანიელიანთან დამარცხდა, ბოლო პარტია კი თეთრებით მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ ანა უშენინასთან (უკრაინა, 2499) ელის.

0.123652