ჭიდაობა

10:54 | 22.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო სამი შანსი

ბუდაპეშტში დიდი საჭიდაო კვირეული სრულდება. მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატზე წერტილს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დასვამენ. დღეს, მედლების ბოლო სამი კომპლექტი გათამაშდება: 66, 74 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში. ხალიჩაზე სამი ქართველიც გავა: საჩინო დავითაია (66 კგ), ილია გულბათაშვილი (74 კგ) და ლევან არაბული (120 კგ). საქართველოს თასის მომგებ მოჭიდავეებს, მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტი ექნებათ.

დავითაია პირველ წრეში ნორვეგიელ მარიუს ბლომსტადლი ტომესენს დაუპირისპირდება. ამ წყვილიდან გასულს კი, მეორე წრეში უნგრელი ტამაშ ლორინცი ელის.

გულბათაშვილი ჩემპიონატს გერმანელ ფლორიან ნომაიერთან შეხვედრით გახსნის. გამარჯვების შემთხვევაში კი, ლატვიელ ალექსანდრს ვისნაკოვსსა და ახალზელანდიელ კლინტონ რიჩარდ პეტერს შორის უძლიერესს დაეჭიდება.

არაბულს პირველ მეტოქედ ლიტველი მინდაუგას მიზგაიტისი ერგო. თუ გასცდება, გერმანელ ედუარდ პოპსა და სომეხ ვაჩიკ იეგიაზარიანს შორის მოგებულს შეხვდება.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები 15 საათიდან დაიწყება.

0.141218