სხვა

11:35 | 23.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო საგზური ზაპოროჟიემ მოიპოვა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის მეთექვსმეტე მონაწილე გახდა ზაპოროჟიეს “მოტორი” - პირველი უკრაინული გუნდი, რომელმაც ლიგის პლეიოფში გააღწია.

გადამწყვეტ თამაშში “მოტორმა” შინ დაამარცხა ჯგუფის გამარჯვებული, უნგრეთის “ვესპრემი” - 26:22 და მიუწვდომელი გახდა ზაგრების “ოსიგურანიესთვის.” “ვესპრემმა” ჯგუფურ ტურნირზე პირველი თამაში წააგო, თუმცა, ჯგუფში პირველი ადგილი და წილისყრისას პირველ კალათში განთესვა გამაღდებული ჰქონდა.

C ჯგუფში “პარი სენ ჟერმენმა” დაამარცხა სკოპიეს “ვარდარი,” 35:25 და მეორე ადგილზე გავიდა. ხვალ ჯგუფური ტურნირის ბოლო 5 თამაში გაიმართება. პლეიოფის თექვსმეტივე  მონაწილე ცნობილია, თუმცა, წილისყრისთვის, რომელიც 25 თებერვალს გაიმართება, მნიშვნელოვანია, ვინ რომელ ადგილზე გავა ჯგუფებში. სწორედ ამის მიხედვით მოხდება უძლიერესების განთესვა.

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.
10
ტური. 19-23 თებერვალი
A ჯგუფი
20 თებ. რეინ-ნეკარ ლიოვენი (გერ) - ცელიე ლაშკო (სლნ) 35:25
22 თებ. მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) - ვესპრემი (უნგ) 26:22
22 თებ. ოსიგურანიე ზაგრები (ხორ) - სტ. პეტერბურგი (რუს) 26:24
ვესპრემი 17 ქულა, ლიოვენი 16, ცელიე 9, ზაპოროჟიე 9 / ზაგრები 8, სტ. პეტერბურგი 1
B ჯგუფი
19 თებ.  კილი (გერ) – პორტუ (პორ) 30:25
23 თებ, 19:55 კოლდინგი (დან) - დიუნკერკი (საფ)
23 თებ, 22:00 ტარგი კელცე (პოლ) - ვისლა პლოცკი (პოლ)
კილი 17, კოლდინგი 12, კელცე 11, ვისლა 8 / პორტუ 5, დიუნკერკი 3
C ჯგუფი
22 თებ. პსჟ (საფ)  - ვარდარ სკოპიე (მკდ) 35:25
23 თებ, 20:30 ვაკერ თიუნი (შვც) - დინამო მინსკი (ბლრ)
23 თებ, 21:00  მეტალურგ სკოპიე (მკდ) - ბარსელონა (ესპ)
ბარსელონა 17, პსჟ 13, ვარდარი 10 , მეტალურგი 10 / დინამო 5, თიუნი 1
D ჯგუფი
20 თებ. ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) - დროტ ჰალმსტადი (შვდ) 38:34
22 თებ. გორენიე ველენიე (სლნ) - ფლენზბურგი (გერ) 23:28
23 თებ, 17:15 ჰამბურგი (გერ) - ოლბორგი (დან)
ფლენზბურგი 17,  ჰამბურგი 16, ოლბორგი 8, გორენიე 8 / ლოგრონიო 8, ჰალმსტადი 1

http://geohandball.ge

0.125477