თამაშგარე

11:10 | 11.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბოჟინოვის ცოლი ეროტიკულ ფოტოსესიებს ვერ ელევა

ალბათ ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიოში სახელგანთქმული ლამაზი ქალბატონი, რომელიც გლამურული ჟურნალისთვის არ გაშიშვლებულა. ამ ამპლუაში ყოფნას განსაკუთრებით ვერ ელევიან სახელგანთქმულ სპორტსმენთა ლამაზმანი ცოლები. ეროტიკული ფოტოების გადაღება მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილადაც კი იქცა.
რასაკვირველია, ასეთი ქალბატონების რიცხვს ეკუთვნის ცნობილი ბულგარელი ფეხბურთელის, ვალერი ბოჟინოვის მეუღლე, მოდელი ნიკოლეტა. ნიკიმ, იმშობიარა თუ არა, მაშინვე ძველ საქმიანობას მიჰყო ხელი – მხურვალე ეროტიკული ფოტოსესია გამართა ერთ-ერთი ჟურნალისთვის. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფეხმძიმობის დროს, ნიკოლეტა უარს ამბობდა ხმაურიან წვეულებებზე, პლაჟზე დედიშობილა სეირნობასა და სხვა ასეთ მაცდურ სურვილებზე. მაგრამ მშობიარობისთანავე საბერძნეთში გაემგზავრა და ელადის მცხუნვარე და ეგეოსის ზღვის თვალწარმტაც პლაჟებზე თავისი სექსუალური სხეულის დემონსტრირება მოახდინა.
 

0.169974