კალათბურთი

22:31 | 4.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბოისამ “რუსთავის” წინააღმდეგ ავადმყოფობის გამო ვერ ითამაშა

საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-2 წრის პირველ ტურში, “არმიას” ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა უკანახაზელმა ანატოლი ბოისამ (09.09.83, 195სმ) რუსთავში, ადგილობრივი “რუსთავის” წინააღმდეგ ავადმყოფობის გამო ვერ ითამაშა.

როგორც “მსოფლიო სპორტს” “არმიას” მთავარ მწვრთნელ კოტე ტუღუშის ერთ-ერთმა თანაშემწემ ბუბა ბერიშვილმა განუცხადა, ბოისამ “რუსთავთან” თამაში გრიპის ვირუსის გამო გამოტოვა, თუმცა კალათბურთელი უკვე გამოჯანმრთელდა და მომდევნო შეხვედრისთვის ემზადება.  

“ბოისა ვარჯიშს უკვე შეუდგა და მე-2 წრის მე-2 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, თბილისში, “ბათუმი-რსუს” წინააღმდეგ ითამაშებს” – გვითხრა ბერიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი”-“არმიას” შეხვედრაში ბოისას მსავსად, არც “არმიას” ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი შარაბიძე და უკანახაზელი ბუბა კვიმსაძე თამაშობდნენ, რომლებსაც ტრავმები აწუხებთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთ-ერთ ლიდერ “არმიას” ძალიან გაუჭირდა “რუსთავის” დამარცხება, რომლის წინააღმდეგობაც თამაშის დასკვნით მეოთხე მეოთხედში გატეხა და საბოლოოდ 10 ქულის სხვაობით 68:58 იმარჯვა.

0.124122