სხვა

14:08 | 9.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოიკოტი სოჭს

 

სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადამდე 6 თვით ადრე მის მიმართ ახალი ნეგატიური ტალღა აგორდა. მიზეზი კი რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული კანონია, რომელიც ქვეყანაში გეი-პროპაგანდის აკრძალვას ეხება.

ამასთან დაკავშირებით, გერმანიის იუსტიციის მინისტრმა საბინა ლოიტჰოისერ-შნარენბერგერმა აღნიშნა, რომ ეს კანონი ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას ეწინააღმდეგება და თუ რუსეთი არ შეასრულებს საერთაშორისო-სამართლებლივ ვალდებულებებს, მაშინ სპორტმენებს ექნებათ უფლება ბოიკოტი გამოუცხადონ სოჭის ოლიმპიურ თამაშებს

გერმანელ მაღალჩინოსანს მხარი აუბა პოპულარულმა ბრიტანელმა მსახიობმა სტივენ ფრაიმ. “ოლიმპიადა სპორტულთან ერთად, კულტურული ღონისძიებაცაა. ჩაატარეთ იგი ნებისმიერ სხვა ადგილას და არა – სოჭში. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ვალდებულია, ხისტი პოზიცია დააფიქსიროს ამ ბარბაროსული კანონის წინააღმდეგ, რადგან გეი სპორტსმენები თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობენ. მე გეი ვარ, თანაც ებრაელი. ჩემმა ოჯახმა ანტისემიტიზმის მიზეზით ბევრი ნათესავი დაკარგა. არ მინდა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავი დამცირებულად იგრძნონ. რუსეთის პოლიცია კი ასეთ ფაქტებზე რეაგირებას არ ახდენს” – აღნიშნა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის სტივენ ფრაიმ.

www.geonoc.org.ge

თეგებისოჭი 2014
0.119915