ფეხბურთი

16:44 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბოიანს” თვენახევარი გაუცდება

კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდი ბოიან კრკიჩი, რომელიც იჯარის წესით ამსტერდამის “აიაქსში” ასპარეზობს, ტრავმირებულია. Barcastuff-ის ცნობით, ახალგაზრდა შემტევს დაახლოებით 6 კვირა გაუცდება.

ბოიანმა ჰოლანდიის ერედივიზიონის უკანასკნელ ტურში მუხლქვეშა მყესი დაიზიანა და იძულებულია, იუქმოს. ზემოთთქმული წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელი აღდგენით კურსს “ბარსელონაში” გაივლის.

ცნობისათვის, ბოიანმა “აიაქსის” შემადგენლობაში 8 მატჩი ჩაატარა, მაგრამ გოლი ვერცერთხელ გაიტანა. სამაგიეროდ, მის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემაა.

 

0.127006