კატალონიის “ბარსელონადან” ამსტერდამის “აიაქსში” იჯარით მოთამაშე ფორვარდმა ბოიან კრკიჩმა ტრავმა მოიშუშა და ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო. ამის შესახებ ამსტერდამელთა ოფიციალური საიტი იუწყება.
ბოიანი 28 სექტემბერს, “გოუ ეჰედ იგლზთან” მატჩში დაშავდა. სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ესპანელს მუხლქვეშა მყესის ტრავმა ჰქონდა და მის მკურნალობას 6 კვირა სჭირდებოდა. თავდამსხმელი ინდივიდუალურად ვარჯიშობს, მაგრამ რომელ მატჩში დაუბრუნდება “აიაქსს”, უცნობია.
ცნობისათვის, ბოიანმა “აიაქსის” მაისურით 10 მატჩი ჩაატარა, მაგრამ გოლი ჯერ არ გაუტანია.