ესპანელ ფორვარდ ბოიან კრკიჩს მოქმედი კონტრაქტი კატალონიის “ბარსელონასთან” აკავშირებს, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, მომდევნო სეზონში, ლუის ენრიკეს გუნდში იასპარეზობს. ესპანური მედიის ცნობით, “ბლაუგრანა” 23 წლის თავდამსხმელთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა.
ბოიანს ორი წინადადება უკვე აქვს – “მალაგასგან” და “ოლიმპიაკოსისგან”. ესპანელს სამშობლოში დარჩენა სურს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში თამაშის შანსი მხოლოდ “ოლიმპიაკოსის” რიგებში ექნება. ჯერჯერობით, თავდამსხმელი ფიქრობს და არჩევანს უახლოეს პერიოდში გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ბოიანი იჯარით ამსტერდამის “აიაქსში” თამაშობდა, სადაც 4 გოლით გამოიჩინა თავი.