“ბარსელონადან” “აიაქსში” განათხოვრებული ბოიან კრკიჩი, კატალონიურ კლუბთან ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებს გაესაუბრა.
“ეს მატჩი, ჩემთვის, განსაკუთრებული იქნება. ამჟამად “აიაქსის” ღირსებას ვიცავ, ამიტომ, მხოლოდ ამ გუნდზე და საკუთარ თამაშზე ვიფიქრებ.
ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ რთული მატჩი გველის. ჩვენ ხომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს დავუპირსპირდებით, რომელშიც საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. მიუხედავად ამისა, პოზიტიური განწყობა უნდა შევინარჩუნოთ და მარცხს არ უნდა ველოდეთ. ბარსელონაში დადებითი შედეგის დასაფიქსირებლად ჩამოვედით და მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვიღონებთ.” – აცხადებს ბოიან კრკიჩი, რომელიც “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია.
შეგახსენებთ, რომ ბოიანი ზედიზედ მე-3 სეზონია განათხოვრებულია. წინა წლებში, ის “რომასა” და “მილანში” თამაშობდა.