ეგვიპტის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ბობ ბრედლის თქმით, საქართველოსთან დღევანდელ მატჩში ფრე (0:0) ლოგიკური შედეგი იყო.
ბობ ბრედლი: “კარგი თამაში იყო, ორივე გუნდმა კარგი ფეხბურთი ითამაშა. პირველ ტაიმში ჩემი გუნდი მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, რასაც ვერ ვიტყვი მე-2 ტაიმზე.
- შედეგი ლოგიკური იყო თუ მოგება შეგეძლოთ?
- გავიმეორებ, პირველ ტაიმში მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით, ხოლო მე-2 ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. ფრე ლოგიკური იყო.
- რის მომტანი იყო ეგვიპტესთვის, საქართველოსთან თამაში და რას გეგმავთ მომავალში ამ გუნდთან ერთად?
- მოგეხსენებათ, ამჟამად, ეგვიპტეში ჩემპიონატი არ მიმდინარეობს და ნებისმიერი გუნდისთვის მნიშვნელოვანია შეკრება და ერთად ყოფნა. ასეთი განსხვავებული სტილის ნაკრებთან თამაში, ჩვენთვის კარგია. ჩვენი მიზანი კი, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრაა.
- ქართველებიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით?
- ფოკუსირებული უფრო ჩემს ნაკრებზე ვიყავი. ცალკე ვინმეს გამორჩევა, გამიჭირდება. საქართველოს ნაკრებმა გუნდურად და კარგად ითამაშა.
ლაშა თაბაგარი