მიუნხენის “ბაიერნი” “დორტმუნდთან” დაპირისპირებას თავისი ერთ-ერთი ლიდერის – ფრანკ რიბერის გარეშე ხვდება. ბუნდესლიგის ოფიციალური საიტის ცნობით, ფრანგს ტრავმა აწუხებს და როდის დაუბრუნდება მოედანს, უცნობია.
მიუნხენელთა ბანაკში კარგი ამბებიცაა – ცენტრალურმა მცველმა ჟერომ ბოატენგმა ტრავმა სრულად მოიშუშა და იურგენ კლოპის გუნდის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. თავად უკანახაზელი აცხადებს, რომ კარგ ფორმაშია და მოედანზე 90 წუთის გატარება შეუძლია.
თავის მხრივ, მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემები აქვს “დორტმუნდს”. კლოპი მიუნხენელებთან ბუნდესლიგის უახლოესი ტურის მატჩში მატს ჰუმელსს, მარსელ შმელცერს, ნევენ სუბოტიჩსა და ლუკაშ პიშჩეკს მოისაკლისებს. პირველ სამეულს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, პოლონელმა მარჯვენაფლანგელმა კი, ტრავმა ახლახანს მოიშუშა და სათამაშოდ მზად ჯერ არაა.