ფეხბურთი

12:01 | 10.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოატენგი “ბაიერნს” გაიხანგრძლივებს

მიუნხენის “ბაიერნის” 25 წლის მცველმა ჟერომ ბოატენგმა უახლოეს მომავალში შეიძლება კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს. გერმანული პრესის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე დაწყებულია და მოქმედი ხელშეკრულების გახანგრძლივებას სექტემბრის ბოლომდე უნდა ველოდოთ.

ბოატენგი ამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით, ბავარიულ კლუბში 2015 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს. “ბაიერნში” იგი 2011 წელს “მანჩესტერ სიტიდან” გადავიდა და უკვე 94 მატჩის ჩატარება მოასწრო. 


0.717837