დიდი ალბათობით, დეილი ბლინდი მიმდინარე ზაფხულში ამსტერდამის “აიაქსს” დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას Goal.com ავრცელებს.
წყაროს ამის დასტურად “აიაქსის” ახალგაზრდული გუნდის თავკაცის იაპ სტამის განცხადება მოჰყავს, რომელმაც აღნიშნა, რომ ჰოლანდიელი მარცხენა მცველი ამსტერდამელთა ძირითად გუნდთან ერთად აღარ ვარჯიშობს.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის განაპირა მცველით “მანჩესტერ იუნაიტედი” და დორტმუნდის “ბორუსია” არიან დაინტერესებული.
გასულ სეზონში, ბლინდმა ჰოლანდიის ჩემპიონატში 29 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანაც შეძლო. მისი კარგი თამაში ლუის ვან გაალს არ გამოჰპარვია და მსოფლიოს ჩემპიონატზე დეილი ჰოლანდიის ნაკრების ძირითადი მარცხენა მცველი იყო. მუნდიალზე მან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და შვიდ შეხვედრაში ერთი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა.
ლევან გოგოტიშვილი