ჭადრაკი

22:02 | 12.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბლიცში ძაგნიძემ პირველობა არავის დაუთმო

 

დასრულდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი ბლიცში ქალთა შორის, რომელიც საქართველოს ნომერ პირველმა მოჭადრაკემ ნანა ძაგნიძემ მოიგო და მთავარი პრიზის – 150 ლარის მფლობელი გახდა.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით – 9 ტურად ჩატარდა. ძაგნიძემ ყველაზე მეტი - 9.0 ქულა დააგროვა. 6,5-6,5 ქულით II-IV ადგილები ნინო ბაციაშვილმა, ინგა ჭარხალაშვილმა და მირანდა მიქაძემ გაიყვეს. უკეთესი კოეფიციენტის მქონე ბაციაშვილმა მეორე, ხოლო ჭარხალაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა. ბაციაშვილსა და ჭარხალაშვილს შესაბამისად 100 და 50 ლარი გადაეცათ.

0.137212