ყველა მეტოქე დაამარცხა ბელა ხოტენაშვილმა ქართული გრან-პრის მეორე ეტაპზე ელვისებურ ჭადრაკში და 47 ქულა შემატა საკუთარ რეიტინგს ბლიცებში.
მარტო ბელასთან განიცადა მარცხი და 9-დან 8 ქულით მეორე ადგილზე გავიდა მერი არაბიძე, ხოლო მესამე ადგილი 5.5 ქულით სალომე ხაჟომიას ერგო.
ვაჟებში დამაჯერებლად იმარჯვა შოთა აზალაძემ. მის ანგარიშზე რვა გამარჯვება და ერთი ფრეა. ერთი ქულით ჩამორჩა გამარჯვებულს მეორე ადგილზე გასული გაიოზ ნიგალიძე. მესამეზე 7 ქულით ლევან ფანცულაია გავიდა.
ტურნირი გაიმართა ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. თითოეულ მოთამაშეზე 3 წუთი იყო პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.
საპრიზო ფონდი 500 ლარი იყო, რომელიც ასე ნაწილდებოდ: I ადგილი – 250 ლარი, II – 150, III – 100;