დასრულდა საქართველოს 2013 წლის გრან პრის გათამაშების პირველი ეტაპი ქალებსა და ვაჟებში რაპიდსა და ბლიცში, რომელსაც თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობდა.
რაპიდის შემდეგ, პრიზები ბლიცში მოასპარეზე მოჭადრაკეებმა გაითამაშეს. ამჯერად, ნაკრების წევრებიდან ტურნირში მხოლოდ ნანა ძაგნიძე, ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი და მერაბ გაგუნაშვილი არ მონაწილეობდნენ.
როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა ტურნირი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების, ბელა ხოტენაშვილისა და ლევან ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა.
უაღრესად დაძაბული გამოდგა ქალთა ტურნირი, სადაც 1-3 ადგილებზე გასულმა ბელა ხოტენაშვილმა, მერი არაბიძემ და სოფო გურამიშვილმა 6.5-6.5 ქულა დააგროვეს. კოეფიციენტმა ადგილები საბოლოოდ ასეთივე თანმიმდევრობით გადაანაწილა.
ფანცულაიას, მე-2 ადგილზე გასული კონსტანტინე შანავა ნახევარი ქულით ჩამორჩა. თავის მხრივ, თამაზ მგელაძე ჩამორჩა ნახევარი ქულით შანავას და მე-3 ადგილი დაიკავა.
1-3 ადგილებზე გასულმა როგორც ქალებმა, ასევე ვაჟებმა, შესაბამისად, 250 ლარი 500 ქულა, 150 ლარი 300 ქულა და 100 ლარი 250 ქულა მიიღეს.
გთავაზობთ გრან პრის პირველ ეტაპზე 1-3 ადგილებზე გასულ სპორტსმენთა სიას:
რაპიდი
ქალები
- 7.5 ქულა - სოფო ხუხაშვილი 250 ლარი, 500 ქულა
- 7.0 – ლელა ჯავახიშვილი 150 ლარი, 300 ქულა
- 6.5 – მაია ლომინეიშვილი 100 ლარი, 250 ქულა
ვაჟები
- 7.5 – ლუკა პაიჭაძე 250 ლარი, 500 ქულა
- 7.5 – კონსტანტინე შანავა 150 ლარი, 300 ქულა
- 7.0 – დავით ზარქუა 100 ლარი, 250 ქულა
ბლიცი
ქალები
- 6.5 – ბელა ხოტენაშვილი 250 ლარი, 500 ქულა
- 6.5 – მერი არაბიძე 150 ლარი, 300 ქულა
- 6.5 – სოფო გურამიშვილი 100 ლარი, 250 ქულა
ვაჟები
- 8.0 – ლევან ფანცულაია 250 ლარი, 500 ქულა
- 7.5 – კონსტანტინე შანავა 150 ლარი, 300 ქულა
- 7.0 – თამაზ მგელაძე 100 ლარი, 250 ქულა