- რა გქვია?
- ვიტია ბეზრუკოვი.
- სად ცხოვრობ?
- სიმფეროპოლში.
- როგორც ვიცი ფეხბურთი გიყვარს...
- კი, ბავშვობიდან “ტავრიას” ვგულშემატკივრობთ მეც და ჩემი უფროსი ძმაც
- მერე რას ფიქრობ, როგორ წავა ამ კლუბის ბედი?
- რას გულისხობთ?
- უკრაინიდან გამოყოფა რომ გინდათ, “ტავრია” სად ითამაშებს?
- როგორ თუ სად? რა თქმა უნდა რუსეთის ჩემპიონატში!
- უეფა და ფიფა არასოდეს რომ არ აღიარებენ ამას, ეგ თუ იცი?
- მოუწევთ აღიარება, რადგან ჩვენ ყველანი ერთ აზრზე ვართ და ჩვენ ყველას რუსეთთან გვინდა!
- შენ რა გინდა ეს ძალიან კარგად ვიცით. ის გვითხარი, “ტავრია” თუ მართლა რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს, დადგება თუ არა თვითონ რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ლეგიტიმაციის საკითხი.
- რუსეთის ჩემპიონატს რაღა ლეგიტიმაცია უნდა? ისედაც ხომ აღიარებულია ყველას მიერ...
- უკანონოდ სხვა ქვეყნის კლუბის ჩემპიონატში ჩართვა სერიოზული დანაშაულია.
- ყირიმი სხვა ქვეყანა არაა. ყირიმი რუსეთია!
- თქვენ რომ გკითხოთ, ჩრდილოეთ პოლუსიდან –ანტარქტიდამდე ყველაფერი რუსეთია, მაგრამ იმას კი ვერ მეუბნები, ”ტავრიას რა ბედი შეიძლება ეწიოს.
- ხომ გეუბნები, რუსეთის ჩემპიონატში ითმაშებს ჩვეულებრივად.
- ევროტურნირზე თუ გავიდა, მერე რა იქნება?
- ნეტა ეგ მოხდეს და...
- უკრაინის ჩემპიონატში მოთამაშე სიმფეროპოლის “ტავრიაც” რომ გავიდეს ევროტურნირზე?
- ეგ როგორ?
- უკრაინელებმა შეიძლება სულაც არ გააუქმონ ეს კლუბი და უკრაინის ჩემპიონატში კვლავ გააგრძელოს თამაში სიმფეროპოლის “ტავრიას” სახელით გუნდმა.
- ეგ როგორ შეიძლება?
- მარტივად. ისევე როგორც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს გუნდები “ცხინვალისა” და ”გაგრას” სახელით, შეიძლება უკრაინაშიც იგივე მოხდეს და ეგ თქვენი “ტავრია” არასოდეს იქნას აღიარებული უეფას მიერ.
- ორი სიმფეროპოლის “ტავრია” რომ ვერ იქნება - ცხადია, მაგრამ რატომ გგონიათ, რომ მაინცა და მაინც უკრაინელების “ტავრიას” აღიარებენ და არა იმას, რომელიც მართლაც სიმფეროპოლში ითამაშებს, ანუ იქ სადაც უნდა თამაშობდეს?
- უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღიარებული მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიერ გარდა რუსეთისა. ჰოდა, თუ უკრიანელები იტყვიან, რუსეთში მოთამაშე გუნდი კი არა, აგერ ჩვენს ჩემპიონატში მოთამაშე კლუბია ნაღდი “ტავრიაო”, ბუნებრივია მათ დაუჯერებენ, რომლის ტერიტორიადაც ითვლება სიმფეროპოლი. ჰოდა შენს ადგილზე მე პროტესტს გამოვთქვამდი “ტავრიას ბედის ასე გაბუნდოვანების გამო.
- პროტესტი ვის მიმართ უნდა გამოვთქვა?
- ვინც ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. ეს რომ არ მომხდარიყო, გეყვარებოდა ეგ შენი გუნდი და იქნებოდით წყნარად.
- არა, ყირიმი რუსეთია!