ფეხბურთი

14:45 | 3.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბლატერს აზიის ნაკრებების რაოდენობის გაზრდა სურს

ფიფას პრეზიდენტს იოზეფ ბლატერს, მსოფლიოს ჩემპიონატზე აზიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების რაოდენობის გაზრდა სურს. მისი აზრით, ამჟამად მოქმედ შესარჩევ სისტემას, მონაწილეებს შორის დისბალანსი შეაქვს.

“მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შესარჩევი სისტემა დაბალანსებულად არ გამოიყურება. თავად განსაჯეთ: ბრაზილიაში 32 საუკეთესო ნაკრები გაემგზავრება, რომელთაგან 13 ევროპული იქნება, ხოლო შესაძლოა – 6 სამხრეთამერიკული. საერთო ჯამში, 19 გუნდი გამოდის. ვფიქრობ, რომ ქვოტების საკითხი უნდა გადაიხედოს. ჩემი აზრით, აზია მსოფლიო ჩემპიონატზე მეტ ადგილს იმსახურებს” – იუწყება ბლატერის სიტყვებს სააგენტო Reuters-ი.  



 

0.116818