ფეხბურთი

23:06 | 3.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბლატერი: “ტრანსფერებში ჩარევა არ შეგვიძლია”

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორის ფედერაციის (FIFA) პრეზიდენტი ზეპ ბლატერი “რეალის” მიერ გარეთ ბეილში 100 მილიონის გადახდაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას ტრანსფერებზე ზემოქმედების ბერკეტი არ გააჩნია.

“ეჭვი მეპარება, ეს ფეხბურთელი მასში ამდენი თანხის გადახდას იმსახურებდეს, მაგრამ მიმდინარე პროცესების შეჩერება არ შემიძლია.

როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოზე, ის შეიძლება იყოს ღარიბი, ან შესაძლოა მას ჰქონდეს ბევრი ვალი. თუმცა, როდესაც საქმე ფეხბურთზე მიდგება, საჭირო ფული ყოველთვის მოიძებნება... ეს ბაზარია და ჩვენ ჩარევა არ შეგვიძლია.” – აცხადებს ბლატერი.

0.115136