FIFA-ს პრეზიდენტი ზეპ ბლაეტი “მილანსა” და “რომას” შორის გამართული მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მსოფლიო ფეხბურთის პირველი პირის თქმით, ის შოკირებულია იმ რასისტული გამონათქვამებით, რომლის მოსმენაც მარიო ბალოტელის “რომას” გულშემატკივრებისგან უხდებოდა.
“მილანსა” და “რომას” შორის გამართული შეხვედრის მე-2 ტაიმის დასაწყისში თამაში დროებით შეწყდა. ამის მიზეზი “რომას” გულშემატკივრების მიერ მარიო ბალოტელისთვის რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფის მიყენება იყო.
“შოკირებული ვარ იმ რასისტული გამონათქვამებით, რომლებსაც ადგილი სერია A-ს მატჩში ჰქონდა. ამ პრობლემის გადაწყვეტა იოლი არაა, მაგრამ ჩვენ არა მხოლოდ ვლაპარაკობთ, ვმოქმედებთ კიდეც.
მარიო ბალოტელი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და ის რასისტული შეძახილების ზემოქმედების ქვეშაა. ეს ფეხბურთელის სასარგებლოდ არ იმოქმებდეს.” – ციტირებს ბლატერის სიტყვებს Reuters-ი.