ფეხბურთი

20:09 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბლატერი: “კატარის არჩევა შეცდომა იყო”

FIFA-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი აღიარებს, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლად კატარის შერჩევა შეცდომა იყო. ამის მიუხედავად, 8 წლის შემდეგ მუნდიალი მაინც კატარში გაიმართება.

“რა თქმა უნდა, ეს შეცდომა იყო, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ცხოვრება შეცდომებისგან შედგება.

კატარში, ზაფხულში, ძალიან ცხელა. ასეთ პრიობებში საფეხბურთო ტურნირის ჩატარება რთულია. თუმცა, აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებაზე ამან გავლენა ვერ იქონია და ამის გამო, კატარმა დიდი სხვაობით მოიგო.”

0.113301