ფეხბურთი

22:54 | 23.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბლანი: “პსჟ-სთან მოლაპარაკებებს ორშაბათს დავასრულებ”

ცნობილი ფრანგი სპეციალისტი ლორან ბლანი პსჟ-სთან მოლაპარაკებებს ადასტურებს და აცხადებს, რომ კონტრაქტის გასაფორმებლად ის პარიზში ორშაბათს ჩავა.

“პარიზში ორშაბათს ჩავალ და პსჟ-სთან მოლაპარაკებებს დავასრულებ. იმის ალბათობა, რომ ამ გუნდს ჩავიბარებ, საკმაოდ დიდია.

პსჟ ძალიან ამბიციური პროექტია. ჩემთვის, პარიზში მუშაობა ნომერ პირველი გამოწვევაა.” – ციტირებს ბლანის სიტყვებს Le Parisien-ი.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ამჟამინდელი თავკაცი კარლო ანჩელოტი “რეალში” წასასვლელად ემზადება და ბლანის პარიზულ კლუბში ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ, იტალიელიც, დიდი ალბათობით, მადრიდს მიაშურებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.114147