ფეხბურთი

18:54 | 20.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბლანი: “იოზილის შეძენა გვინდოდა”

“პარი სენ ჟერმენის” დამრიგებელი ლორან ბლანი ადასტურებს, რომ მისი გუნდი მესუთ იოზილის ყიდვას ცდილობდა, მაგრამ ლონდონის “არსენალმა” პარიზელებს დაასწრო.

“მესუთის შეძენა ნამდვილად გვინდოდა. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც ჩემი გუნდის გაძლიერება შეეძლო. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ “არსენალმა” გვაჯობა.”

ბლანი კომენტარს ხუან მატაზეც აკეთებს და აცხადებს, რომ მისი გუნდი ესპანელის შეძენას არ ცდილობდა. “არა, მატასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებდით.” – ციტირებს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს Goal-ი.

0.127668