“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა ერთ-ერთ ფრანგულ სპორტულ გამოცემას უთხრა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პარიზული კლუბი მადრიდის “რეალის” არგენტინელი ვინგერით, ანხელ დი მარიათი დაინტერესდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
“ყველა უმაღლესი კლასის მოთამაშეს სიამოვნებით მოვარგებდით “პარი სენ-ჟერმენის” მაისურს. დი მარიაც მშვენიერი ფეხბურთელია, რასაც თუნდაც მარტო ის ადასტურებს, რომ იგი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის მადრიდის “რეალის” რიგებში გამოდის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ ტრანსფერის შესახებ არც გვიფიქრია” – განაცხადა ბლანმა.
შეგახსენებთ, ახლახან ესპანურმა გამოცემებმა ანხელ დი მარიას კომენტარიც გამოაქვეყნეს. 25 წლის ფეხბურთელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რამდენიმე შეთავაზების მიუხედავად, ზამთრის სატრანსფერო სეზონზე “რეალის” დატოვებას არ აპირებს.