ფეხბურთი

11:48 | 11.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგას“ „ვერცხლოსნებიც“ იწყებენ!

13 ოქტომბერს, სპორტკომპლექს "არენაზე", „ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“ "ვერცხლის“ გათამაშების  I ტურის მატჩები გაიმართება:


14:00 - „ლილო 1“ - Georgian Manganese (ჭიათურა) 

15:00 „ნატახტარი - 2“- Georgian Manganese (ზესტაფონი)

16:00 - საქართველოს ბანკი - იუსტიციის სამინისტრო

17:00 - ს/კ უნივერსიტეტი - BP Georgia 

18:00 - “ქართუ ბანკი“ - „ერისთავის იურიდიული ჯგუფი - 2“

"VTB ბანკი" პირველ ტურში ისვენებს.

„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“ რიგით მეექვსე გათამაშებამ, 6 ოქტომბერს, „ოქროს ლიგაში“ მონაწილე გუნდების დაპირისპირებით  აიღო სტარტი. ამავე დღეს გამოვლინდა სუპერთასის მფლობელიც.  გასული სეზონის „ოქროს ლიგის“ ჩემპიონი „ნატახტარი“, თასის გამარჯვებულს, “პატრულის“ გუნდს დაუპირისპირდა და 6–1 დაამარცხა.

ტურნირი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის  მხარდაჭერით და სპორტული სააგენტოს SBM GEORGIA ორგანიზებით  იმართება.

„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“  ტექნიკური პარტნიორია,  სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.

ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო „კომერსანტი 95,5“, რადიო „ჯაკო 96,3“ და ინტერნეტ პორტალები – www.worldsport.ge, www. Geosports.ge  და www.sportall.ge

0.120845